ტერაბანკის მხარდაჭერით UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრა

თბილისის ტექნოპარკში სტუდენტური კონკურსი UNI4VERSE – FINEDU დასრულდა. ფინალურ ეტაპზე უნივერსიტეტების გუნდებმა საკუთარი ინოვაციური პროექტები წარადგინეს. კონკურსში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) გუნდმა, AEGIS-მა გაიმარჯვა. ტერაბანკისა და ფინანსური სექტორის სხვა წარმომადგენლების ერთობლივი მხარდაჭერით, გამარჯვებული გუნდი მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ კონფერენციაზე — Web Summit-ზე, ლისაბონში გაემგზავრა.