ეკა სეფაშვილი - ევროკავშირი საქართველოს ბრალს დებს, რომ ჩვენ არ გვსურს დიალოგის დაწყება, რაც არის სრული აბსურდი - დიალოგის დაწყებას არავითარი ნაბიჯები არ სჭირდება, ამას სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნება, მრგვალ მაგიდასთან დასხდომა
პოლიტიკა ·

ევროკავშირი საქართველოს ბრალს დებს, რომ ჩვენ არ გვსურს დიალოგის დაწყება, რაც არის სრული აბსურდი - დიალოგის დაწყებას არავითარი ნაბიჯები არ სჭირდება, ამას სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნება, მრგვალ მაგიდასთან დასხდომა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ევროკომისიის ანგარიში ძალიან თვალნათლივ ცხადყოფს, რომ საქართველოზე ზეწოლა გრძელდება.