ირაკლი ფავლენიშვილი - ივანიშვილის მტაცებლური ეკონომიკური მოდელი აზარტულ თამაშებსა და მათგან შემოსულ ძალიან დიდ შემოსავალს ეფუძნება, რომელიც ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის წევრებზე ნაწილდება

პოლიტიკა ·

ირაკლი ფავლენიშვილი - ივანიშვილის მტაცებლური ეკონომიკური მოდელი აზარტულ თამაშებსა და მათგან შემოსულ ძალიან დიდ შემოსავალს ეფუძნება, რომელიც ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის წევრებზე ნაწილდება

ჩვენ საქართველოს მონაკოს მოდელზე გადასვლას ვთავაზობთ, სადაც აზარტული თამაშები ტურისტული სფეროს შემადგენლობაა. ჩვენ ბიზნესს კი არ ვკლავთ, არამედ ეს ბიზნესი ტურისტებზე ორიენტირებული ხდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ ეკონომიკურ მოდელსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხედვაზე ისაუბრა. მისივე თქმით, „ივანიშვილის რეჟიმის მძარცველი სისტემის ეკონომიკური მოდელი უკვე საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი“.