ლევან მახაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე - ვერ ვხვდები, რა კავშირი აქვს ე.წ. ჩრდილოვან მმართველობას მის სისხლის სამართლის საქმესთან - მისი ნებაა, საზოგადოებას რა ლექსიკით ესაუბრება, მაგრამ ჩვენ ვისურვებდით კონკრეტულ პასუხებს მის საქმეზე

პოლიტიკა ·

ნაცვლად ახალ-ახალი სიტყვების აღმოჩენისა და საზოგადოებისთვის გაცნობისა, მე ვისურვებდი კონკრეტულ პასუხებს იმ კითხვებზე, რაც ამ კონკრეტული სისხლის სამართლებრივი საქმიდან დგას მის მიმართ. კი ბატონო, მისი ნებაა, რა თქმა უნდა, საზოგადოებას რა ფორმითაც უნდა, რა ლექსიკითაც უნდა, მისი არჩევანია, რომ ესაუბროს, თუმცა ჩვენ ყველა ვისურვებდით კონკრეტულ პასუხებს მის სისხლის სამართლებრივ საქმეზე. რასაც ედავება სახელმწიფო კორუფციული თემები იქნება თუ სხვა, ამას სჭირდება პასუხები.