ლევან ბეჟაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანი არის, „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც ხელისუფლება მიტაცებული აქვს, ის მაინც გაარკვიოს, რა არის მისი სტრატეგიული განვითარების ღერძი, მათ შორის, საერთაშორისო ურთიერთობებში

პოლიტიკა ·

რა მნიშვნელობის დელეგაციაც არ უნდა ჩამოვიდეს ქვეყანაში, მნიშვნელოვანია „ქართულმა ოცნებამ“ ის მაინც გაარკვიოს, რა არის მისი სტრატეგიული განვითარების ღერძი საერთაშორისო ურთიერთობებში - ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურ აბდაუბდას მიმართავს ხელისუფლება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან არაერთხელ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ქვეყანაში რეალური ჩინური ინვესტიციები არ შემოსულა.