დუშეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად გრძელდება

დუშეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად გრძელდება. შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები დასრულების ეტაპზეა წითელსოფელში, სადაც პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარი იგება 1 კილომეტრამდე სიგრძის გზაზე, ეწყობა საცხოვრებელი სახლების ეზოებთან შესასვლელები და სანიაღვრეები. ასევე მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები. წყლის სისტემის მოწყობის პროექტი ხორციელდება სოფელ ბაგაშიც.