სახალხო დამცველმა ბრიუსელში ENNHRI-ს ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

2026 წლის 4, 5 და 6 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ბრიუსელში ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) გენერალურ ასამბლეასა და ლიდერობის ფორუმს დაესწრნენ. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის წევრებმა ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე, მიღწეულ პროგრესზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრეს.