მეცნიერებმა რეკორდული კოსმოსური აფეთქება დააფიქსირეს
მსოფლიო ·

ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა ანომალიური გამა-ანთება GRB 220706A აღმოაჩინა, რომლის ცენტრალური წყარო რენტგენის დიაპაზონში აქტიურობას 27 დღის განმავლობაში ინარჩუნებდა . მეცნიერებს ჯერ არ დაუდგენიათ, რომელ ობიექტს შეეძლო ენერგიის ასე ხანგრძლივად გამოყოფა. როგორც წესი, გამა-ანთებებს მასიური ვარსკვლავების კოლაფსსა და შავი ხვრელების შემდგომ წარმოქმნას უკავშირებენ. თუმცა, სტანდარტული მოდელები ცენტრალური წყაროს ასეთ ხანგრძლივ აქტიურობას ვერ ხსნის. GRB 220706A-მ წინა რეკორდს დაახლოებით 21 დღით გადააჭარბა.