ფრაქცია „საქართველოსთვის“ აუდიტის სამსახურს, შემოსავლების სამსახურს და შესაბამისს საგამოძიებო უწყებებს მიმართავს, შეისწავლონ შშმ პირების პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის მიმდინარეობა
პოლიტიკა ·

საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოსთვის“ აუდიტის სამსახურს, შემოსავლების სამსახურს და შესაბამისს საგამოძიებო უწყებებს მიმართავს, შეისწავლონ შშმ პირების პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის მიმდინარეობა როგორც ფინანსურ, ისე სამართლებრივ ჭრილში. შესაბამისი განცხადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქეთევან ბაკარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი განიხილეს.