ქობულეთში ბუნებრივი აირის გამათბობელი აალდა, შედეგად დედა-შვილი დაშავდა

ქობულეთში ბუნებრივი აირის გამათბობლის აალების შედეგად დედამ და მისმა მცირეწლოვანმა შვილმა დამწვრობა მიიღეს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.