პოლონეთში ორი უკრაინელი დააკავეს, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობასა და დივერსიულ საქმიანობაში არიან ეჭვმიტანილები

მსოფლიო ·

პოლონეთში ორი უკრაინელი დააკავეს, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობასა და დივერსიულ საქმიანობაში არიან ეჭვმიტანილები

პოლონეთის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქეს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან რუსეთის სადაზვერვო სამსახურების დაკვეთით ჯაშუშობასა და დივერსიულ საქმიანობაში, - ამის შესახებ პოლონეთის სადაზვერვო სამსახურების კოორდინაციის მინისტრმა, ტომაშ სიემონიაკმა განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, 24 და 25 წლის უკრაინელები ქალაქ მინსკ-მაზოვეცკიში დააკავეს. ჯაშუშობასა და დივერსიულ საქმიანობასთან ერთად, მათ ბრალი სატრანსპორტო საშუალებების განზრახ დაწვაშიც წაუყენეს.