„კოალიცია ცვლილებისთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, პარტიების აკრძალვის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების ერთიანი თარიღი და მინიმუმ ერთთვიანი ვადა დაადგინოს
პოლიტიკა ·

საკონსტიტუციო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ დააყენა შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, მოპასუხის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების, ანუ პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების კონკრეტული ვადა დაადგინოს და ის გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის შემდეგ დადგეს. ნიკა გვარამიას თქმით, შუამდგომლობის ძირითადი საგანი შედეგის დადგომის დროა.