„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა

საზოგადოება ·

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა

„თეგეტა ჰოლდინგსა“ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. მხარეთა შორის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების ოფიციალური ცერემონია BTU-ში გაიმართა, სადაც დოკუმენტს ხელი მოაწერეს „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა ეკატერინე ქავთარაძემ და უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ენუქიძემ. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ „თეგეტა ჰოლდინგის“ წარმომადგენლებმა BTU-ს კამპუსი დაათვალიერეს, გაეცნენ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო გარემოსა და ინფრასტრუქტურას.