ვოლოდიმირ ზელენსკი დანიაში ჩავიდა

მსოფლიო ·

ვოლოდიმირ ზელენსკი დანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დანიაში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენთან, დანიელ დეპუტატებთან და წამყვანი თავდაცვითი კომპანიების წარმომადგენლებთან გამართავს. „ასევე, დაგეგმილია შეხვედრა მეფე ფრედერიკ X-თან და ცალკე შეხვედრა დანიის, ნორვეგიის, შვედეთის, ისლანდიისა და ფინეთის პრემიერ-მინისტრებთან“, - წერს ზელენსკი X-ზე.