უკრაინული მედია - აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დროს მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების გარანტიები, რუსეთის მოთხოვნები და შეეხნენ ომისშემდგომი მომავლის საკითხს
მსოფლიო ·

აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დროს მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების გარანტიები, რუსეთის მოთხოვნები და შეეხნენ ომისშემდგომი მომავლის საკითხს, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის დელეგაციასთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, მხარეებმა ძირითადად ყურადღება გაამახვილეს უკრაინისა და მთლიანად ევროპის უსაფრთხოების გარანტიებზე. ცალკე განიხილეს რუსეთის მოთხოვნები მის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.