გიორგი კახიანი - თუ საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პარტია არაკონსტიტუციურია, გადაწყვეტილება იქნება ყველა სტანდარტით მიღებული - შუამდგომლობის დაკმაყოფილება ირიბად გულისხმობს, რომ შესაძლოა თავისივე გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დააყენოს
პოლიტიკა ·

შუამდგომლობების დაყენების ეტაპი თითქმის ერთი კვირა მიმდინარეობდა, წინა კვირაში ჩვენ ახსნა - განმარტებები გავაკეთეთ და მოვისმინეთ მოპასუხის მხრიდანაც, რატომღაც ახლა კიდევ ერთი შუამდგომლობების ეტაპზე გადავედით. ამ შუამდგომლობის დაყენება იმ კვირაში შეიძლებოდა, როდესაც ჩვენ შუამდგომლობებზე ვმსჯელობდით, მაგრამ რატომღაც მაშინ მოპასუხეს ასეთი შუამდგომლობა არ ჰქონია. შუამდგომლობის ავტორი საკონსტიტუციო სასამართლოს ნორმაკონტროლის ნაწილში პრაქტიკაზე მიუთითებდა.