პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებულ ვარიანტს 11 ნოემბერს განიხილავს
პოლიტიკა ·

11 ნოემბერს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებულ ვარიანტს განიხილავს. 2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი მთავრობამ პარლამენტს 5 ნოემბერს წარუდგინა. საბიუჯეტო პროექტის გადამუშავებული ვერსიის თანახმად, საგადასახადო შემოსავლების მოცულობა განსაზღვრულია 29 მილიარდ 875 მილიონი ლარის ოდენობით, რაც პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით, გაზრდილია 355 მილიონი ლარით. მთელი რიგი მიმართულებით იზრდება ხარჯების მოცულობა.