Reuters - ბოლოდროინდელმა უკრაინულმა დარტყმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი შესაძლებლობების 30%-ით შემცირება გამოიწვია
პოლიტიკა ·

ბოლო დროის უკრაინულმა დარტყმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი შესაძლებლობების 30%-ით შემცირება გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, მათი ინფორმაციით, უკრაინის მიერ ოქტომბრის ბოლოს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წინააღმდეგ დარტყმების განახლებამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი შესაძლებლობების 30%-ით დაცემა გამოიწვია.