არჩილ გორდულაძე - პარტია, რომელიც მწამებლურ სისტემას ქმნის და ერთია, წარსულში ჩადენილი ქმედებები და მეორე, როდესაც დღესაც საუბრობენ, რომ ასეთი ფაქტები ბუნებაში არ არსებობს, ქმნის იმის აღქმებს, რომ მომავალშიც იმავეს გააკეთებს
პოლიტიკა ·

არასდროს მითქვამს, რომ სახელმწიფო უდრის რომელიმე პარტიას. სახელმწიფოსა და პარტიას შორის, რა თქმა უნდა, არის მტკიცე ხაზი, - ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ მოსამართლის, ვასილ როინიშვილის კითხვას მისთვის „ქართული ოცნება“ უდრის თუ არა სახელმწიფოს.