„პარიზის მშვიდობის ფორუმის" ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
პოლიტიკა ·

„პარიზის მშვიდობის ფორუმის" ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს, მირეია აგუეროს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყება აღნიშნავს, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ჰონდურასს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობა, ასევე, ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვისათვის მზაობა.