ვოლოდიმირ ზელენსკი - სამმხრივი ფორმატი კონსტრუქციული იყო, ტყვეების გათავისუფლება პრიორიტეტია, ისაუბრეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების არსზე, ინსტრუმენტებია საჭირო, რათა დაიბლოკოს ომის განმეორება, შეეხნენ დეესკალაციის ნაბიჯებს
მსოფლიო ·

სამმხრივი მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო, განხილულ იქნა ტყვეების გათავისუფლების საკითხი, ასევე, უსაფრთხოების გარანტიები და დეესკალაცია. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს . ზელენსკის თქმით, უკრაინის ინტერესშია უკრაინის ომის დასრულება. “სამმხრივი ფორმატი კონსტრუქციული და საკმაოდ შინაარსიანი იყო. დრო ჰქონდათ განეხილათ ჰუმანიტარული ნაბიჯების საჭიროება და შესაძლო პარამეტრები. ტყვეების გათავისუფლება პრიორიტეტია.