ნიკა გვარამია ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებულ სარჩელზე - გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა ამ ყველაფრის შელამაზება, მიცვალებულის გაპატიოსნება ხდება

პოლიტიკა ·

ნიკა გვარამია ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებულ სარჩელზე - გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა ამ ყველაფრის შელამაზება, მიცვალებულის გაპატიოსნება ხდება

გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა უბრალოდ ამ ყველაფრის შელამაზება, მიცვალებულის გაპატიოსნება ხდება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ნიკა გვარამიას თქმით, სასამართლომ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპის ჩატარების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც „აბსოლუტურად წარმოუდგენელი ამბავია და არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს“. „ძალიან პრობლემატურია, რაც მოხდა მტკიცებულებებთან დაკავშირებით.