გრიგოლ გეგელია - ვიბრძვით ბოლომდე, ქვეყანას გავათავისუფლებთ „ქართული ოცნებისგან“ - სარჩელს, სადაც მილიონ ქართველს უკრძალავენ რჩეულ პოლიტიკურ პარტიას, სამხილებად უდევს აბსურდული, ენით აღუწერელი ზღაპრები
პოლიტიკა ·

პროცესს ვაგრძელებთ და ვიბრძვით ბოლომდე. მოლოდინი არის, რომ ამ ქვეყანას გავათავისუფლებთ „ქართული ოცნებისგან“, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. გრიგოლ გეგელიას თქმით, „ქართული ოცნება“ „ლელოს“ შუამდგომლობას სარჩელის განხილვის პროცესში მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპის ჩატარების შესახებ „ძალიან დიდი ძრწოლით შეხვდა“. “„ქართულ ოცნებას“ არ აქვს არანაირი მტკიცებულება და სამხილი.