გიორგი ტუმასიანი - მოსკოვში სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების განსახილველად მივდივარ, ჩემ თავს წარმოვადგენ და არავის სხვას, ეს არც „ჯერ საქართველოსთან“ კავშირში არ არის
პოლიტიკა ·

პარტია „ჯერ საქართველოს“ მრჩეველი, გიორგი ტუმასიანი აცხადებს, რომ რუსეთში სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების განსახილველად მიემგზავრება და წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს, ხოლო ვიზიტს „ჯერ საქართველოსთან” კავშირი არ აქვს. მისი თქმით, მოსკოვში ჩასვლა დააანონსა, რათა „საიდუმლო ვიზიტად“ არ ყოფილიყო გაგებული. „დაბრუნებისთანავე მზად ვარ ინტერვიუ მივცე მედიას და დეტალურად ავხსნა ყველაფერი.