თორნიკე ჭეიშვილი - კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთ კომპონენტთან მაინც რომ მოდიოდეს წინააღმდეგობაში, რასაკვირველია უკვე უნდა შეფასდეს, როგორც დამხობის მცდელობა - ძალადობა ფართო გაგებით უნდა იქნას განმარტებული

პოლიტიკა ·

დამხობა თავისი არსით გულისხმობს მათ შორის, იმ შემთხვევას, როდესაც დემოკრატიული გზით მოსული სახელისუფლებო ძალა ცდილობს იმას, რომ შეარყიოს კონსტიტუციური მოწყობის საფუძვლები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, მოსამართლე ევა გოცირიძის კითხვის საპასუხოდ, როდესაც მან ტერმინების „დამხობა“ და „ძალადობით შეცვლა“ განმარტება სთხოვა.