არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე - მცდელობაა, სამართლებრივი პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს, როგორმე ტელედებატებსა და შოუში გადაიზარდოს - ცდილობენ, დემაგოგიის გზით ფონს გავიდნენ
პოლიტიკა ·

მცდელობა არის, რომ სამართლებრივი პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს, როგორმე ტელედებატებსა და შოუში გადაიზარდოს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი სხდომის შეფასებისას განაცხადა. არჩილ გორდულაძის თქმით, მოპასუხე პარტიებმა იციან, რომ სამართლებრივად არავითარი გამართლება არ აქვს მათ არაკონსტიტუციურ ქმედებებს და ახლა ცდილობენ მხოლოდ და მხოლოდ დემაგოგიის გზით როგორმე ფონს გავიდნენ.