„სტრატეგია აღმაშენებელი“ - პაატა მანჯგალაძის საქმე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) პარლამენტართა უფლებების კომიტეტში შევიდა
პოლიტიკა ·

სააპელაციო სხდომის წინ, პაატა მანჯგალაძის საქმე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) პარლამენტართა უფლებების კომიტეტში შევიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პაატა მანჯგალაძის საქმესთან დაკავშირებით სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში შესატანადაც მზადდება.