ბერდია სიჭინავა - სრულად გაშიშვლდა უსუსური, არაკვალიფიციური სარჩელი, რაც “ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა - კიდევ უფრო ცხადი გახდება, რომ ეს ყველაფერი ბლეფია
პოლიტიკა ·

საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი რეგლამენტი უარყო და მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი ამოაგდო, - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ბერდია სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც პარტიების აკრძალვის შესახებ “ქართული ოცნების” სარჩელთან დაკავშირებით კითხვა-პასუხის ეტაპი მიმდინარეობდა. სიჭინავას თქმით, კითხვა-პასუხის ეტაპი კიდევ უფრო მეტად აჩვენებს, რომ “ქართული ოცნების” სარჩელი სრული ბლეფია.