ანდრეი სიბიგა - უკრაინა აშშ-სგან სადაზვერვო ინფორმაციას და სამხედრო აღჭურვილობას იღებს, ეს ურთიერთქმედება გრძელდება და გაგრძელდება
მსოფლიო ·

უკრაინა იღებს აშშ-სგან სამხედრო აღჭურვილობას და სადაზვერვო ინფორმაციას. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ პარიზში, “დიდი შვიდეულის” საგარეო უწყებების ლიდერების შეხვედრის შემდეგ, უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა. “ვიღებთ სადაზვერვო ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ვიღებთ შესაბამის სამხედრო აღჭურვილობას, რომელიც მოდის ჩვენთან შესაბამისი პროგრამების ფარგლებში. ანუ, ეს ურთიერთქმედება გრძელდება და გაგრძელდება”, - განაცხადა სიბიგამ.