გიორგი ბუტიკაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ 2028 წელს არჩევნები ვერ უნდა ჩაატაროს, უბრალოდ, არ უნდა მივიდეს ხალხი - ამ მორალისგან დაცლილ ადამიანებთან ქუჩისა და წინააღმდეგობის გარდა გზა არ არსებობს
პოლიტიკა ·

„ქართულმა ოცნებამ“ 2028 წელს არჩევნები ვერ უნდა ჩაატაროს, უბრალოდ არ უნდა მივიდეს ხალხი არჩევნებზე - ამ მორალისგან დაცლილ ადამიანებთან ქუჩის გარდა და წინააღმდეგობის გარდა [გზა] არ არსებობს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა. გიორგი ბუტიკაშვილის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ პარტიებს აკრძალავს, მათი რეალური სახე გამოჩნდება - რაზე არიან წამსვლელები ძალაუფლების შესანარჩუნებლად.