მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა

პოლიტიკა ·

მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ანტალიაში გაიმართა, განიხილეს საქართველოსა და უზბეკეთის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები, პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები.