თაზო დათუნაშვილი - ქვეყანაში დიდწილად დემოკრატიის არსი კვდება, გადავდივართ კიდევ უფრო მწვავე ფაზაში - ჟამი, როდესაც დიდი განსაცდელი დგება ქართველი ხალხის წინაშე

პოლიტიკა ·

თაზო დათუნაშვილი - ქვეყანაში დიდწილად დემოკრატიის არსი კვდება, გადავდივართ კიდევ უფრო მწვავე ფაზაში - ჟამი, როდესაც დიდი განსაცდელი დგება ქართველი ხალხის წინაშე

ლაპარაკი არის მილიონი მოქალაქის მიერ არჩეულ პარტიების აკრძალვაზე. ეს არის ძალიან მძიმე ამბავი და ძალიან მძიმე კონსტიტუციური პროცედურა, რადგან ადამიანების არჩევანს ეხება საქმე. სახელმწიფო ამას ძალიან სათუთად უნდა მოეპყროს, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით განაცხადა. დათუნაშვილის შეფასებით, პარტიების აკრძალვასთან ერთად, დემოკრატიის არსი კვდება და ქვეყანა ძალიან მწვავე ფაზაში გადადის.