Bloomberg - რუსული დიზელის საწვავით დატვირთულმა ტანკერმა აშშ-ში მყიდველები ვერ იპოვა და გაბრუნდა
მსოფლიო ·

რუსული დიზელის საწვავით დატვირთულმა ტანკერმა აშშ-ში მყიდველები ვერ იპოვა და გაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg -ი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ტანკერი, რომელსაც აშშ-სთვის რუსული დიზელის საწვავის პირველი პარტია გადაჰქონდა, ნიუ-იორკიდან დაახლოებით 400 მილის დაშორებით გაბრუნდა.