ვოლოდიმირ ზელენსკი - აბუ დაბიში ტყვეების 1000 1000-ზე, ან 1500 1500-ზე გაცვლის შესაძლებლობა განიხილეს
მსოფლიო ·

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში გამართულ მოლაპარაკებებზე სამხედრო ტყვეების ფართომასშტაბიანი გაცვლის შესაძლებლობა განიხილეს. „ხვალ მომლაპარაკებელი ჯგუფის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. დღეს განვიხილეთ გაცვლის შესაძლებლობა; სურთ 1000 1000-ზე, შესაძლოა 1500 1500-ზე. ამერიკელები რუსეთში ფართომასშტაბიანი გაცვლის დღის წესრიგით გაემგზავრებიან. მეორე საკითხი ტერიტორიებს ეხებოდა, რომელიც რუსებმა წამოჭრეს.