აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის მცდელობა დაბლოკა
მსოფლიო ·

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში “რესპუბლიკელებმა” თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის მცდელობა დაბლოკეს. Reuters-ის ინფორმაციით , პალატამ 211 ხმით 204-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას, რომ იმპიჩმენტის რვა მუხლი “რესპუბლიკელების” მიერ კონტროლირებადი წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტისთვის გადაეცათ. იმპიჩმენტის ინიციატორმა, აშშ-ის წარმომადგენელმა თომას მასიმ კოლეგები გააფრთხილა, რომ ამ ნაბიჯით იმპიჩმენტის პროცესი ჩაიშლებოდა.