ლატვიამ და ლიეტუვამ დრონებთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ მოსახლეობა გააფრთხილეს - ფინეთმა შეზღუდვები დააწესა

მსოფლიო ·

ლატვიამ და ლიეტუვამ დრონებთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ მოსახლეობა გააფრთხილეს - ფინეთმა შეზღუდვები დააწესა

ლატვიამ და ლიეტუვამ რამდენიმე რეგიონში მოსახლეობა გააფრთხილეს თავშესაფრებში გადასულიყვნენ მას შემდეგ, რაც მეზობელი რუსეთის ან ბელარუსის საჰაერო სივრციდან მათ საჰაერო სივრცეში ამოუცნობი დრონები შევიდნენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ნატო-ს საჰაერო თავდაცვის გამანადგურებელი თვითმფრინავები მზადყოფნაში მოიყვანეს. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.