ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი სხვა რეალობაში ცხოვრობს - ის ამერიკელებს ეტყვის, რომ უკრაინის აღმოსავლეთის სრულად დასაკავებლად ერთი-ორი თვე სჭირდება
მსოფლიო ·

ვლადიმერ პუტინი სხვა რეალობაში ცხოვრობს. ის, რა თქმა უნდა, ამერიკელებს ეტყვის, რომ უკრაინის აღმოსავლეთის სრულად დასაკავებლად ერთი-ორი თვე სჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, აბუ-დაბიში გამართული შეხვედრების შემდეგ უკრაინის მოლაპარაკებების ჯგუფმა შეატყობინა, რომ რუსები ფიქრობენ, თითქოს დონბასის ნახევარი უკვე ოკუპირებული აქვთ. “რუსები ფიქრობენ და აცხადებენ, თითქოს უკვე დაიკავეს დონბასის ნახევარი, რომელიც, სინამდვილეში, ჩვენს კონტროლქვეშ რჩება.