მედია - სკოტ ბესენტი, ირანის მხრიდან მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხის არსებობის გამო, სამხედრო ბაზაზე გადავიდა

მსოფლიო ·

მედია - სკოტ ბესენტი, ირანის მხრიდან მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხის არსებობის გამო, სამხედრო ბაზაზე გადავიდა

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, ირანის მხრიდან მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხის არსებობის გამო, საცხოვრებელი სახლიდან სამხედრო ბაზაზე გადავიდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ. ტრამპის ადმინისტრაციის დაზვერვის მაღალჩინოსნის მიერ შედგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ირანმა გააძლიერა აშშ-ის პერსონალზე თავდასხმის მცდელობები და რომ თეირანის მიერ ამერიკელი მოქალაქეების წინააღმდეგ სასიკვდილო თავდასხმების გეგმებმა “განვითარების მოწინავე ეტაპს“ მიაღწია.