ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინთან კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი შედგეს
მსოფლიო ·

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის, იონას გარ სტორეს განცხადებით, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინთან კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი შედგეს. „ძალიან მოხარული ვარ, რომ ნორვეგია და ფინეთი ამ საუბარში მონაწილეობდნენ და არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ ერთი მსგავსი საუბარი შედგეს“, - განაცხადა იონას გარ სტორემ. ასევე, სტორემ კოპენჰაგენში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ნორდიკული ქვეყნების ლიდერების შეხვედრის შესახებ განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა კვლავ ძლიერი რჩება.