ევანგელურ-ლუთერული ეკლესია წმ. მარტინის დღეს აღნიშნავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას დღესასწაულს ულოცავს. რელიგიის სააგენტოს ცნობით, 11 ნოემბერს ლუთერები წმ. მარტინის დღეს აღნიშნავენ. „გადმოცემის თანახმად, ამ დღეს რომაელმა ჯარისკაცმა მარტინმა მათხოვარს მოსასხამი მისცა, რომელიც იმავე ღამეს, სიზმარში იესო ქრისტეს სახით გამოეცხადა. მარტინი სასულიერო პირი გახდა, გარდაცვალების შემდეგ კი ის წმინდანად შერაცხეს. მარტინი მათხოვრებისა და მეომრების მფარველ წმინდანად ითვლება“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.