სალომე სამადაშვილი - დასავლეთი აღიარებს, რომ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგებზე უფრო მკვეთრი რეაგირება იყო საჭირო - საკონსტიტუციო სასამართლო კი მსჯელობს იმაზე, როგორ დაამტკიცოს, რომ ომი საქართველოს ბრალი იყო

პოლიტიკა ·

„ქართული ოცნების“ მიერ მტრად გამოცხადებულ ევროკავშირში მსჯელობენ, რა შეცდომები დაუშვა ევროპამ 2008 წელს, პარალელურად კი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს იმაზე, თუ როგორ დაამტკიცოს, რომ 2008 წლის ომი საქართველოს ბრალი იყო, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, „ეს ეროვნული ტრაგედია სრულად არის გასააზრებელი“.