კახეთში სხვისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეოს შენახვისა და გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სამართალი ·

კახეთში სხვისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეოს შენახვისა და გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და მობილურ ტელეფონში ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოს, რაც უკანონოდ გაავრცელა.