საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

სამართალი ·

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებული არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ბრალდებით იძებნებოდა. „დაკავებული თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ბრალდებით იძებნებოდა. სამართალდამცველებმა ძებნილი პირი აჭარაში დააკავეს.