მედია: უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტია

მსოფლიო ·

მედია: უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტია

რუსეთის ქალაქ ომსკში, სადაც ქვეყნის უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს, 11 ნოემბერს უკრაინული დრონებით ინტენსიური თავდასხმა რვა საათზე მეტხანს გაგრძელდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ომსკის ოლქის გუბერნატორმა ვიტალი ხოცენკომ განაცხადა, რომ უკრაინული დრონები რეგიონს უტევდნენ და მოსახლეობას მოუწოდა, შენობებში დარჩენილიყვნენ. ქალაქში საჰაერო განგაშის სიგნალები რვა საათზე მეტხანს ისმოდა.