თიბისი დაზღვევა International Customer Experience Awards 2026-ის (ICXA) გამარჯვებული გახდა

თიბისი დაზღვევა საქართველოდან პირველი კომპანიაა,რომელიც International Customer Experience Awards 2026-ის (ICXA) გამარჯვებული გახდა. კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, ტექნოლოგიის საუკეთესო გამოყენების ნომინაციაში (Best Use of Technology), ოქროს ჯილდო მოიპოვა. გამარჯვებულები 5 ნოემბერს, ლონდონში გამართულ ცერემონიაზე გამოვლინდნენ. თიბისი დაზღვევა წლებია ყველაზე ციფრულ დაზღვევას ქმნის, რომლის მთავარი მიზანი ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა.