Reuters - ირანმა არგენტინის საზღვაო და საჰაერო ძალები ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა
მსოფლიო ·

ირანმა არგენტინის საზღვაო და საჰაერო ძალები ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა ირანმა არგენტინის საზღვაო და საჰაერო ძალები ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა, - ინფორმაციას Reuters-ი ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თეირანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საპასუხო ნაბიჯია მას შემდეგ, რაც არგენტინამ მიმდინარე წლის აპრილში, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.