რობერტ ფიცო უკრაინის დაფინანსებასთან დაკავშირებით ფრიდრიხ მერცის მოთხოვნაზე - ეს ტიპური შანტაჟია, მე მას არ დავემორჩილები
მსოფლიო ·

ის, რასაც გერმანიის კანცლერი აკეთებს, ტიპური შანტაჟია და მე მას არ დავემორჩილები“, - აღნიშნა ფიცომ. სლოვაკეთის პრემიერმა ამის შესახებ ჩეხ კოლეგასთან, ანდრეი ბაბიშთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომლის მთავრობაც ასევე უარს ამბობს უკრაინისთვის სესხის დაფარვაში მონაწილეობის მიღებაზე. „არ ვიცი, რატომ ამბობს ის ამას“, - განაცხადა ბაბიშმა მერცის პოზიციაზე საუბრისას. ფრიდრიხ მერცს სურს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა პარასკევს, დუბლინში დაგეგმილ სამიტზე, უკრაინის დაფინანსების საჭიროებები განიხილონ.