„საქსტატი“ - 2015-2025 წლებში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 5.6%-ით, 3 930.4 ათასამდე გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015-2025 წლებში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 5.6%-ით (208.5 ათასი კაცი), 3 721.9 ათასიდან 3 930.4 ათასამდე გაიზარდა. როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყნის დონეზე 2015-2021 წლებში მოსახლეობის რიცხოვნობა შედარებით ზომიერი ტემპით იზრდებოდა და აღნიშნულ პერიოდში ზრდამ 63.5 ათასი კაცი (1.7%) შეადგინა. 2022 წლის 1 -ელი იანვრის მდგომარეობით, წინა წელთან შედარებით მოსახლეობის რიცხოვნობა 25.0 ათასი კაცით შემცირდა.