პარლამენტი საკუთარ ბიუჯეტს 2026 წლისათვის 10 მილიონი ლარით იმცირებს, 2027 წლის ბიუჯეტის ფარგლებში კი, შესყიდვებისთვის 3 მილიონი ლარის დამატებას ითხოვს

პოლიტიკა ·

პარლამენტი საკუთარ ბიუჯეტს 2026 წლისათვის 10 მილიონი ლარით იმცირებს, 2027 წლის ბიუჯეტის ფარგლებში კი, შესყიდვებისთვის 3 მილიონი ლარის დამატებას ითხოვს

პარლამენტი საკუთარ ბიუჯეტს 2026 წლისათვის 10 მილიონი ლარით იმცირებს. 2027 წლის ბიუჯეტის ფარგლებში კი, შესყიდვებისთვის 3 მილიონი ლარის დამატებას ითხოვს. პარლამენტის მიმდინარე და მომავალი წლის ბიუჯეტების კორექტირების საკითხი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტის აპარატის უფროსმა კახა ოქროჯანაშვილმა წარადგინა. ოქროჯანაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე - 2026 წელს პარლამენტის ბიუჯეტში წარმოქმნილი ეკონომია 10 მილიონ ლარს შეადგენს.