გრიგოლ გეგელია - აბსურდის თეატრს ვუყურებთ - მოსარჩელეს სურს, დაგვაბრალოს ის, რასაც თავად სჩადიოდა, რეჟიმი ცდილობს რუსეთისთვის გასახარი საგარეო პოლიტიკა დაკანონდეს და მილიონ ქართველს უთხრას, რომ მათი არჩევანი არის არაკონსტიტუციური

პოლიტიკა ·

მოსარჩელე მხარეს სურს, რომ ყველაფერი ის დაგვაბრალოს, რასაც წლების განმავლობაში თავად სჩადიოდა, ამავე დროს ეს რეჟიმი ცდილობს რუსეთისთვის გასახარი საგარეო პოლიტიკა დაკანონდეს და მილიონ ქართველს უთხრას, რომ მათი არჩევანი არის არასწორი და არაკონსტიტუციური - ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.